კულტურის სამინისტრომ კომპიუტერული თამაშის შექმნა დაუკვეთა, რომელიც დიდგორის ბრძოლას უკავშირდება. სპეციალისტების აზრით, პროექტი წარუმატებელი იქნება. ერთ-ერთ მიზეზად კომპანიის გამოუცდელობა სახელდება. პროექტზე 150 ათასი ლარი დაიხარჯება, რაც საქართველოსნაირი ღარიბი ქვეყნისთვის ზოგადად მცირე თანხა არაა, მაგრამ კომპიუტერული თამაშებისთვის, იმავე სპეციალისტების მოსაზრებით, საკმარისი არ იქნება. შეფასებების მიხედვით, თანხა დაიხარჯება, შედეგი კი არ იქნება.